ცრურწმენები და მოგზაურობა

ყველა კულტურასა და ქვეყანაში სხვადასხვა ცრურწმენებია გავრცელებული. ზოგან რიცხვი ცამეტი მიიჩნევა თარსად, ზოგან ოთხი, ზოგან კატა იღბლის მომტანია მგზავრისთვის, ზოგან კი უიღბლობის… ამ პოსტში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ცრურწმენაზე მინდა მოგიყვეთ.

13.jpgმაგალითისთვის: ევროპასა და ამერიკაში თვითმფრინავით მგზავრობისას შესაძლოა შენიშნოთ, რომ მე-13 რიგი ბორტზე უბრალოდ არ არსებობს და მე-12-ს პირდაპირ მე-14 მოჰყვება. არ გაგიკვირდეთ, ეს 13 რიცხვთან დაკავშირებული ცრურწმენების ბრალია და თვითმფრინავს არაფერი არ სჭირს 🙂 Continue reading “ცრურწმენები და მოგზაურობა”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”

გასეირნება კომოს ტბაზე – ვარენა, ბელაჯიო

დაწვრილებით ჩვენი მოგზაურობის შესახებ კომოს ტბაზე, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ამ ვიდეოში კი გემით კომოს ტბა, ვარენადან ბელაჯიოში მიმავალი გზაა აღბეჭდილი.